,,ანტიევროპული პროპაგანდა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები“ - ნიკა ჩიტიძე NDI-ის კვლევის შედეგებზე
პოლიტიკა - 17:02, 11 May, 2015     1379
გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა, ფასების მატება, მოსახლეობაში უპერსპექტოვობის განცდა, მთავარი ეროვნული საკითხების სამეულიდან ტერიტორიული მთლიაონობის უკანა პლანზე გადაწევა და ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მსურველთა რიცხვის მატება - ეს ის შედეგებია, რომელიც ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით გამოიკვეთა.

NDI-ის კველბას ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი ნიკა ჩიტიძე აფასებს.

_გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ლარის კურსის დევალვაციას უკავშირდება დოლართან მიმართებაში და რაც გამოწვეულია ექსპორტის შემცირებით - ამ ყველაფერმა, საერთო ჯამში, გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შემცირება, ვინაიდან მსოფლიო ბანკის პროგნოზების მიხედვით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2015 წლის მიხედვით არ გადააჭარბებს 2%-ს, ფაქტიურად, ისევ და ისევ აქტუალური გახდა სოციალურ და ეკონომიკური პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ დღევანდელ დღეს ამ აქტუალობამ მოიმატა იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კრედიტი აქვს გამოტანილი და უმეტესობა ხელფასს ლარებში იღებს. სწორედ ამითი შეიძლება აიხსნას, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებია პრიორიტეტული.

_როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ მთავარი ეროვნული საკითხის სამეულიდან, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემამ უკან გადაიწია, მაშინ როცა ყველა კვლევაში, რაც კი ბოლო წლებში ჩატარებულა, აღნიშნული საკითხი, საზოგადოებისთვი მთავარი პრიორიტეტი იყო?

_ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დროებით მიეცა დავიწყებას, ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეხო ეკონომიკური ვითარების გაუარესება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ აქტუალური გახადოს აღნიშნული პრობლემა, იგივე გააქტიუროს თავისი მცდელობა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემა კვლკავ განიხილებოდეს ყირიმის პრობლემის პარალელურად და პლუს თუ შეძლო სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში აქცენტი ისევ ტერიტორიულ მთლიანობაზე გაკეთდება. როდესაც რამდენიმე თვეში უცებ მოხდა ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, შესაბამისად ამან თავისი ასახვა ჰპოვა მოსახლეობის განწყობაზე.

_თუმცა ამ ფონზე, ჩვენ ვნახეთ, რომ თვალშისაცემია იმ ადამიმანების პროცენტული რაოდენობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევრიაზიულ კავშირში გაწევრიანებას. ასეთი ადამიანები 31%-ს შეადგენს.

_ალბათ ეს უკავშირდება გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიევროპულ პროპაგანდას. ამასთან, სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ევრაზიის კავშირში საქართველოს შესვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მოქმედებს ალბათ განწყობის შეცვლაზე ერთის მხრივ ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ და ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობას, ყოველ შემთხვევაში შედარებით დაიკლო იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, ვისაც სურს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გარეკვეულწილად ანტიევროპულ პროპაგანდას, რომლითაც დაკავებულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები და ჩემი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლითაც ცეცხლზე ნავთს ასხავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42