ამის შესახებ ბერძენიშვილმა NDI-ის კვლევების შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატი უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემას ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს.
„როგორც წესი გამოკვლევები ასახავს ხოლმე ტენდენციებს. ფაქტია, რომ დღეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით, ეს არის ლარის გაუფასურება, სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. ეს პრობლემა ყოველთვის იყო ნომერ პირველი. უბრალოდ გამოკითხვის მეთოდოლოგიაა სხვანაირი. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ყოველთვის იყო, არის და იქნება პრობლემური საკითხი. ამას გამოკითხვა არ სჭირდება. როგორც ჩანს შეიცვალა გამოკითხვის მეთოდიკა და ადამიანებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რაც უჭირთ. მე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევის პრობლემა არ დამინახავს არც ერთ მომენტში. სამწუხაროდ, დღეს ღარიბი ქვეყანა ვართ. სიახლე აქ არაფერია. ყველა მთავრობას აქვს ამოცანა, რომ ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს. ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ქვეყნის მთავარი პრობლემა არის გამთლიანება და ამას გამოკითხვა არ სჭირდება. მოქალაქეები რომ ამბობენ, რომ უჭირთ, არც ეს არის ახალი ამბავი. მოქალაქეებს წლების მანძილზე უჭირდათ. გასაგებია, რომ პრობლემები გადასაწყვეტია. აქ NDI-ის კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, რადგან ამ პრობლემას ვიცნობთ. ჩვენ გამოკითხვას პატივს ვცემთ, მას კიდევ უფრო ღრმად შევისწავლით, მაგრამ რომ გითხრათ, გამოკითხვებს ველოდებოდით, რადგან გაგვეგო, როგორ ვცხოვრობთ და როგორ გვიჭირს, ეს ასე არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი ღირებულება სახელმწიფოსთვის ქვეყნის დამოუკიდებლობაა, მაგრამ გამოკითხვებს არ აქვთ უნარი ეს გამოავლინონ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
NDI ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა სამეულში, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღარ ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები






