რუს ბაიკერებს „ოცნების“ წევრმა უმასპინძლა?- რას აცხადებს მამუკა მღვდელაძე
პოლიტიკა - 14:12, 11 May, 2015     2093

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუს ბაიკერებს, რომლებიც საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ, ქუთაისში ქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ უმასპინძლა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ ფოტომასალას სააგენტო "ტოპ ნიუსი“ აქვეყნებს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე და ააიპ ქუთაისის სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულების დირექტორის მოადგილე მამუკა მღვდელაძე მის მიერ ქალაქში რუსი ბაიკერების მასპინძლობის ფაქტს სააგენტო "ტოპ ნიუსთან“ უარყოფს. მღვდელაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, თუმცა ამბობს, რომ დუმილის დარღვევა მომხდარისათვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემამ აიძულა.
მამუკა მღვდელაძე განმარტავს, რომ რუსი ბაიკერები სტუმრად მის მეზობელთან იმყოფებოდნენ. ხოლო თავად ბაიკერების შემსწრე სახლიდან გამოსვლის დროს გახდა. მღვდელაძე ამბობს, რომ რუს ტურისტებს მიესალმა ისევე როგორც მის მეზობლებს, დალიეს და ბოლოს საერთო ფოტოც გადაიღეს.
"სარაჯიშვილი-ჩეჩელაშვილის კვეთაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემს მეზობლებს ასეთი ტრადიცია აქვთ: გამოფენენ სტალინის სურათებს და აღნიშნავენ. მიმდინარე წლის 9 მაისსაც იგივე მოხდა. არ ვარ ის კაცი, ჭიშკრიდან გამოვიდე, ვინმეს არ მივესალმო და ისე წავიდე. მივედი იმ ხალხთან ვინც იქ იჯდა. ფოტოც გადავიღე მათთან ერთად და ჭიქაც ავწიე. ის, რომ მე ვუმასპინძლე ამ ხალხს, ტყუილია. ეს არის სისულელე. რუსულ ტანკს შემოვუძეხი კიდევ ქუთაისში. ყველაფერზე სიცრუის ტირაჟირება და ტენდენციურობა არ შეიძლება," - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
მღვდელაძე აქვე აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამის დადასტურება და მომხდარის დეტალების მოყოლა მეზობლებსაც შეუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42