წაიყვანეს თუ არა სკანდალურ ფილმზე ბავშვები ზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა?
პოლიტიკა - 12:57, 11 May, 2015     1114
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა ზუგდიდში, სკოლის მოსწავლეების სკანდალური ფილმის ჩვენებაზე მიყვანასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროცესს ზუგდიდის მერიის სამსახურები ხელმძღვანელობდნენ. რატიანის თქმით, დასკვნაში ჩანს, რომ მერიის და გამგეობის თანამშრომლები, სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს მოსწავლეების ფილმის ჩვენებაზე მიყვანას ავალებდენ.

„რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა 14 მარტს ზუგდიდში სკოლის მოსწავლეების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებაზე მიყვანასთან დაკავშირებით. დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს ხელმძღვანელობდნენ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის სამსახურები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული 21 მარტის აქციის წინ, 14 მარტს სამეგრელოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა პროპაგანდისტული გამოფენები და ფილმის ჩვენება. სისასტიკის ამსახველი ფილმის ჩვენებაზე მიიყვანეს სკოლის მოსწავლეები.

ფილმის ჩვენების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის დარბევა. ჩვენი, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცალსახა პროტესტის ფონზე განათლების სამინისტრომ დაავალა შიდა აუდიტს, გამოეკვლია ხსენებული შემთხვევა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ქალაქ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები (ჩვენი ინფორმაციით, სამსახურის უფროსები) ჯერ კიდევ 12 დეკემბერს უკავშირდებოდნენ სკოლის დირექტორებს და ავალებდნენ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმის ჩვენებაზე მიყვანას. დასკვნიდან სრულიად ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ორგანიზებით ხდებოდა სიძულვილისა და ძალადობის პროპაგანდის პროცესში ბავშვების ჩართვა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს დაეკისროთ, მითუმეტეს, რომ ბევრი მათგანი ან ნაწილობრივ, ან სრულად არ დაემორჩილა ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლას. მოვითხოვთ განათლების სამინისტროსგან, სამეგრელოს დანარჩენი ქალაქების სკოლებში ჩატარებული აუდიტის დასკვნების გამოქვეყნებას,”-განაცხადა სერგო რატიანმა საგანგებო ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42