საგარეო უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პირები ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ეროვნებით გერმანელები არ არიან.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ და ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართეს. როგორც ვიცით, პირები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ არიან ეროვნებით გერმანელები. ერთ-ერთს კომპანია აქვს დაფუძნებული სანკტ-პეტერბურგში და ჰყავს ორი რუსი პარტნიორი. ეს არ არის გერმანული კომპანია. ეს არის ერთგვარი პიარი და გადამეტებული რეკლამა აფხაზური მედიისგან თითქოს მართლაც გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთში“, - განაცხადა კერესელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






