„ანტიკორუფციული საბჭოს“ წევრები ამ წუთებში სენაკის ბაზარში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. „ანტიკორუფციული საბჭოს" წევრებმა სენაკის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს ადამიანები კორუფცილულ საქმიანობასა და ნეპოტიზში არიან შემჩნეულები.
ადგილობრივმა მოსახლეობამ საბჭოს წევრებთან რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბა. შეკრებილები აცხადებენ, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მვკეთრად გაუარესდა და რაიონში ნეპოტიზმის პრობლემა აქტუალურია.
ანტიკორუფციული საბჭოს წევრების თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა სოფლებიდან საკუთარი მხარდამჭერების მობილიზილებას ცდილობს და მათი მიზანი ადგილზე არეულობის მოწყობაა.
სენაკის გამგებელმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მისი მხრიდან არ იგეგმება პროვოკაციის მოწყობა. გამგებლის თქმით, იგი მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დამამტკიცებელი საბუთების გასაჯაროვებას ითხოვს და სასამათლოში საჩივრის შეტანას არ გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები






