პრემიერმა გურიის გუბერნატორის პოსტზე გია სალუქვაძე ოფიციალურად წარადგინა. გია სალუქვაძე "საქრუსენერგო" გენერალური დირექტორის მრჩეველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელია.
გურიის პირველი პირი ყოფილი პოლიტპატიმარია. იგი "სახალხო კრების" სამგორის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 2011 წლის 26 მაისს დააკავეს და პოლიციელების ცემის ბრალდებით გაასამართლეს, ციხე მან ამნისტიის შედეგად დატოვა.
გურიის გუბერნატორი პროფესიით იურისტია. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.
ბოლო დროს გია სალუქვაძის სახელი სააკაშვილის მმართველობის შესახებ მომზადებული ფილმის პრეზენტაციაზე გაჟღერდა. სწორედ სალუქვაძის ორგანიზაციამ მოამზადა ფილმი, რომელიც საქართველოს რეგიონებში აჩვენებს და ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






