საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ რა გზა გაიარა საქართველომ რიგის სამიტამდე.
„ბრიუსელში ვიზიტის ძირითადი დატვირთვა არის ევროკავშირის მიმართულება. შეხვედრები ევროპარლამენტის, ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობის პირებთან მნიშვნელოვანია. ძირითადი აქცენტი კეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და როგორ ემზადება ის რიგის სამიტისთვის და რა პერსპექტივა შეიძლება იყოს დაფიქსირებული. მითუმეტეს იმ ანგარიშის ფონზე, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. ეს ანგარიში საკმაოდ დამაიმედებელ გზავნილებს იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება სტოლტენბერგთან შეხვედრას, შეხვედრაზე რამდენიმე თემა განიხილება, მათ შორის იქნება უელსის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და არსებითი პაკეტის თემა", - განაცხადა ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






