,,ნუ შეწყვეტთ თქვენს გულწრფელ ლოცვებს“ - გია მაისაშვილმა ოპერაციის შემდეგ იქორწინა
სოც.მედია - 13:35, 10 May, 2015     7985
პოლიტიკოსი გია მაისაშვილი, მძიმე ოპერაციის შემდეგ კვლავ სტამბულში იმყოფება. მას ერთ-ერთ კლინიკაში თავიდან სიმსივნე ამოკვეთეს. გია მაისაშვილმა საკუთარი ,,ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მან კონსტანტინოპოლში ჯვარი დაიწრა.

,,ჩემო ძვირფასებო, მინდა სტამბულიდან სასიამოვნო ამბავი გამცნოთ. სიკვდილს რომ თვალებში ჩახედავ და უკან დაახევინებ, ეს სხვა ადამიანად გაქცევს, ცხოვრება განსხვავებულ განზომილებასა და მნიშვნელობას შეიძენს. დღეს სიცოცხლემ იზეიმა სიკვდილზე და ერთი პაწია ქართული იჯახი დაიბადა აქ, კონსტანტინოპოლში, ძველი ბიზანტიის გულში, ქრისტიანობის, ჩვენი მართლმადიდებლობის აკვანში. მე და ჩემი გულისსწორი, რომელმაც ჩემთან ერთად გამოიარა ეს განსაცდელის ჟამი და ფაქტიურად იმ ქვეყნად წასული არ დაუთმო ჩემი თავი სიკვდილს, ეომა მას ისეთი თავგანწირვით, როგორც ეს მხოლოდ ნამდვილ ძუ ლომს ძალუძს, "გავიპარეთ" პატარა ეკლესიაში და ერთმანეთს მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ფიცი მივეცით და ერთმანეთის წინაშე თავი ცოლქმარად გამოვაცხადეთ. დანარჩენი ჯვრის წერა და ფორმალობა თბილისში რომ დავბრუნდებით მერე იყოს, ახლა უბრალოდ ვერ დაიტია გულმა ასეთი ბედნიერება და მომინდა მისი თქვენთვის გაზიარება, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უზომო სიყვარულით, სული კი უჩვეულო სითბოთი და ნეტარებით. ახლა მესმის გალაქტიონის--"მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი"... დაიბადა ოჯახი განმანათლებლებისა, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზულია! თქვენ გენაცვალეთ, ვინც ასე განიცდიდა და ლოცულობდა ჩემი სიცოცხლისათვის. ამან მომცა ძალა და შემართება, დიდი შეტაკება მოგებულია, თუმც ბრძოლა კვლავ გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, რომლისთვისაც კვლავ გეაჯებით ნუ შეწყვეტთ თქვენს გულწრფელ ლოცვებს.

დაგვლოცეთ, თქვენი ჭირიმე! სადაც ამხელა სიყვარულია, იქ სიკვდილისთვია აბა ვისა სცალია.

„არა, არა, მე თანახმა არა ვარ, ეს რა ცირკი მოგიწყვიათ. თუ ქორწილია ქორწილი იყოს-გუნდით, არქიელით, გუბერნატორით“... - წერა გია მაისაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42