გიორგი მარგველაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
პოლიტიკა - 15:19, 09 May, 2015     1278
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ღირსების ორდენი ასევე გადაეცა პროფესორ მაყვალა ნათმელაძეს საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის,

მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე მრავალრიცხოვანი ნაშრომისა და ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანებს პირადად გადასცა. სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ დამსახურებაზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ მათგანს ქვეყნის წინაშე მიუძღვის.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ნაბიჯი წინ გადადგმა; დღე, როდესაც 70 წლის წინ ჩვენმა გმირმა წინაპრებმა სამუდამოდ დაამარცხეს ფაშიზმი. პირველ რიგში ამ დღეს ვულოცავ და ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობა მისცა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეარსება როგორც ცივილიზებულ კაცობრიობას.“

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. გიორგი მარგველაშვილი იქ შეკრებილ ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42