"მე მინდა, შევეხო ერთ თემას, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა ბოლო ხანებში. ათასნაირი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ განახლებულ მთავრობაში განახლება მოხდა ორი რესპუბლიკელის მთავრობაში გადანაცვლებით. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის ჩვენი მხრიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება; ეს არის ჩვენი მხრიდან იმ პირობის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა. მან ბრძანა, რომ ხედავდა რესპუბლიკურ პარტიას სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ეს არის ნაბიჯი სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით," - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტული შთავაზება სწორედ მან მისცა ღარიბაშვილს და მანაც გაითვალისწინა მისი რჩევა.
"კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, პასუხი არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და კოალიციის ყველა პარტნიორი იყო ჩართული შემდგომ პროცესში. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩვენი კოალიციის თუ მთავრობის უფრო ხმაშეწყობილი და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაყვანით და ეს წაადგება ქვეყანას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიციის საქმიანობაში ხარვეზები შეინიშნებოდა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






