მერაბიშვილის აგარაკის გამო კომპანიას თანხას ჩვენ უკან ვუბრუნებთ - პრემიერი
პოლიტიკა - 20:27, 08 May, 2015     2502

პრემიერი-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს კომპანია „დაგი“ აიძულეს ვანო მერაბიშვილის სახლი აეშენებინა, რისთვისაც ამ კომპანიამ მილიონ ორასი ათასი გადაიხადა.

ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის კითხვას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრემიერს წინა ხელისუფლების იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელება სთხოვა, რომლებიც სამთავრობო აგარაკებით – მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკით სარგებლობდნენ.

„არის ერთი კომპანია „დაგი“, რომელსაც აიძულეს და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სახლის მშენებლობა დაავალდებულეს. ამ კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარი უკვე გადაიხადა უკვე. ჩვენ ახლა ამ კომპანიას ამ თანხას უკან ვუბრუნებთ. მერაბიშვილის ახირების გამო სახელმწიფო ზარალდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გამოძიების საგანი და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერსდნენ. ასე რომ, ქ-ნო მანანა, არათუ სარგებლობდნენ, არამედ ახალ სახლებს აშენებინებდნენ და ამით სარგებლობდნენ დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და სხვები. აღარ ჩამოვთვლი. ამაზე ინფორმაცია არსებობს და შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ გადავწყვიტეთ გავასხვისოთ წყნეთის აგარაკები, ჩვენი ხელისუფლების არც ერთ წევრს არ უსარგებლია ამ აგარაკებით. მხოლოდ ერთი აგარაკი საკუთრებაში დავუკანონეთ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, რომელიც წლების განმავლობაში არ გადეცა მას ეს აგარაკი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42