ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის კუთხით ისეთი მნშვენლოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორიც ყოფილი ხეისუფლების დროს არ გადადგმულა. პრემიერ-მინტრმა სავიზო რეგულაციების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების მოქლაქეებისათვის საქართველოს ვიზის მიღების პროცედურა არ გართულებულა.
„ევროკავშირის ყველა ქვეყანა იმ სიაშია შეყვანილი, რომლებსაც ეხებათ უვიზო რეჟიმი. მათ შეეხოთ რეგულაციები, მაგრამ მათთვის სავიზო რეგულაციები არ გამკაცრებულა. სავიზო რეგულაციების საკითხი ეფუძვნება ევროკავშირის, ე.წ შენგენის სავიზო კოდექსს. ეს წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ვიზა ფასილიტაციის ხელშეკრულებასთან.
თქვენ შეგეძლოთ ამ კუთხით დაგეწყოთ მუშაობა, მაგრამ თვენ იდეოლოგიურად ევროპის მოწინააღმდეგეები იყავით. ამ რეფორმების გატარება ჩვენ მოგვიწია და ეს რეფორმები თქვენი განსახორციელებელი იყო,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






