არ ვიცი უგულავას იდეა რა იყო, ყველაფერს თქვენ იბრალებთ - პრემიერი "ნაციონალებს"
პოლიტიკა - 19:45, 08 May, 2015     1489

პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისის მერიამ ერთი წლის წინ ყველა პროექტი, ძირითადად, ერთ პირთან მოლაპარაკებით განახორციელა, წელს კი ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად კეთდება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი მელაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც შეეხება მელაძის კითხვას, ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით – “ეს ხომ უგულავას იდეა იყო“… მე არ ვიცი, გიგი უგულავას იდეა რა იყო და რა არ იყო, ყველაფერს თქვენ იბრალებთ. სხვათა შორის, ყველა ის წარმატება, რაზეც დღეს ვისაუბრე, თქვენი “დამსახურებაა“, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ… გეტყვით, რომ მზადება მიმდინარეობს, მეც აქტიურად ვარ ჩართული, ასევე პარლამენტის წარმომადგენლები, სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, რომელიც მასპინძელია, შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ამ სამუშაოებზე, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული მაგალითი, არ ვიცი… თქვენ ახსენეთ ერთ პირთან მოლაპარაკება – მე შეგახსენებთ, რომ იგივე თბილისის მერიას ერთი წლის წინ ყველა პროექტი, ძირითადად, ერთ პირთან მოლაპარაკებით ჰქონდა განხორციელებული, ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად კეთდება, ტარდება ტენდერები, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ გაქვთ რაიმე მონაცემები, მე გირჩევთ, რომ დაასახელოთ კონკრეტული ფაქტები, დანარჩენი ჩაითვლება, როგორც ჩვეული დემაგოგია და ტყუილი სპეკულაციები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42