იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისიის დასკვნას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ დასკვნა ქვეყნის პროგრესს ასახავს.
მისი თქმით, საქართველომ შესავსები თხუთმეტი კრიტერიუმიდან შვიდი დააკმაყოფილა, რაც მასშტაბური რეფორმების განხორციელების შედეგია.
„ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მომავალში უფრო მალე გააკეთონ ანგარიში, ვიდრე ეს წესებით დაცულია. შესავსები თხუთმეტი კრიტერიუმი გვქონდა და ევროკომისია ამბობს, რომ შვიდი კრიტერიუმი იმ მასშტაბური რეფორმებით მთლიანად დავაკმაყოფილეთ, რაც მთავრობამ კოლექტიური ძალისხმევით განახორციელა. დანარჩენი კრიტერიუმებიდან ოთხი თითქმის შესრულებულია და მუშაობაც უნდა გაგრძელდეს. ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავ საზოგადოებას. მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ რომ არსებული სიტუაცია ვიზალიბერალიზაციის საბოლოო წარმატებამდე მივიყვანოთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ 15-დან შვიდი მოთხოვნა საქართველომ მთლიანად დააკმაყოფილა, ხოლო 8 ნიშნული ჯერ ბოლომდე არაა შესრულებული.
მასალის გამოყენების პირობები






