კობახიძემ პრემიერს სამთავრობო აგარაკებით მოსარგებლე ჩინოვნიკების დასახელება მოსთხოვა
პოლიტიკა - 18:01, 08 May, 2015     1477
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა - მანანა კობახიძემ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ დაასახელოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც სამთავრობო აგარაკებით სარგებლობენ, მათ შორის წყნეთის აგარაკით.
კობახიძემ პრემიერს ასევე სიტუაციის შეფასებც სთხოვა - თუ როგორ ცხოვრობდა წინა მთავრობა და როგორ ცხოვრობს ახლანდელი. "მთავრობის მიერ დასახულ გეგმაში წარმოდგენილია პრივატიზაციის განხორციელება – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გასხვისება, რათა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები შემოვიდეს და მოხმარდეს ინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომლის პრივატიზაციაც იგეგმება. მაინტერესებს, თუ იყო ეს აგარაკები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სარგებლობაში, მფლობელობაში და ვინ იყვენ ის ჩინოვნიკები, ვინც თავის დროზე ამ ქონებით სარგებლობდა. ხომ არ არიან ამ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფო ქონებით - აგარაკებით სარგებლოდნენ და ცხოვრობდნენ ძალიან კარგად, ხოლო დღეს მთავრობის და პარლამენტის წევრები სარგებლობენ თუ არა ამ აგარაკებით? არის თუ არა სხვაობა? შევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს" - განაცხადა კობახიძემ.



რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42