რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა საქართველომ ევროკომისიის მოთხოვნებიდან - ჩამონათვალი
პოლიტიკა - 17:55, 08 May, 2015     2305
ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ 15-დან შვიდი მოთხოვნა საქართველომ მთლიანად დააკმაყოფილა, ხოლო 8 ნიშნული ჯერ ბოლომდე არაა შესრულებული.

1. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიის ჩათვლით - დაკმაყოფილებულად ითვლება.

2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა - დაკმაყოფილებულად ითვლება.

3. მიგრაციის მართვა - თითქმის შესრულებულად ითვლება.

4. თავშესაფრის პოლიტიკა - ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება და არსებობს შემდგომი წინსვლის კარგი პერსპექტივა.

5. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და მისი პრევენცია - შესრულებულად ითვლება.

6. ადამიანთა ტრეფიკინგი - ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება და არსებობს შემდგომი წინსვლის კარგი პერსპექტივები.

7. კორუფციის თავიდან აცილება და ბრძოლა მის წინააღმდეგ - ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ითვლება და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

8. ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება - თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

9. ნარკოტიკები - ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები-ნაწილობრივ დაკმაყოფილებულად ითვლება და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

10. სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში - დაკმაყოფილებულად ითვლება.

11. თანამშრომლობა სამართალდამცველ უწყებებს შორის - თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

12. პერსონალურ მონაცემთა დაცვა - დაკმაყოფილებულად ითვლება.

13. საქართველოს ფარგლებში გადაადგილების თავისუფლება - დაკმაყოფილებულად ითვლება.

14. სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ნიშნულები და პროცედურები - დაკმაყოფილებულად ითვლება.

15. მოქალაქეთა უფლებები, მათ შორის უმცირესობათა დაცვა - თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

ანგარიშში ევროკომისია საქართველოს ასევე აძლევს მთელ რიგ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ ზემოხსენებული ნიშნულები ბოლომდე შესრულებულად ჩაითვალოს. მათ შორის, ევროკომისიის განცხადებით უნდა ჩატარდეს უფრო ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები რეგიონულ, ადგილობრივ და ყველა სხვა დონეზე საქართველოს მოქალაქეების სამომავლო უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

გარდა ამისა, საქართველომ უნდა გაგრძელოს ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზების გაცემის პროცედურების შემუშავებაზე მუშაობა; ნარკოტიკების საკითხზე ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველომ გაითვალისწინოს სამართლებრივი კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხს, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ უნდა გააფართოოს და განაგრძოს საქმიანობა თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით; გაააქტიუროს ძალისხმევა უმცირესობათა თემების ინფორმირებულობის გასაზრდელად მათი უფლებებისა და არსებული სახელმწიფო სერვისებისა და დახმარებების შესახებ; მიიღოს ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად წინა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების სრულად გათვალისწინებით, ამ გეგმის ქმედითი განხორციელებისთვის ადეკვატური დაფინანსების უზრუნველყოფით და მონიტორინგის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებით მისაღწევი მიზნობრივი ინდიკატორებითა და მაჩვენებლებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42