მიმდინარე კვირას სტუდენტებისთვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: “გზა წარმატებული ცხოვრებისაკენ“.
შეხვედრაზე სტუდენტებს საკუთარი გამოცდილებისა და წარმატების ისტორია გაუზიარეს: ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ ნატო ბერუაშვილმა და ასევე მოწვეულმა სპიკერებმა და წარმატებულმა ქალბატონებმა: თათია ტურაშვილმა (ბიზნეს ტრენერი და ფსიქოლოგი), მანანა მანჯგალაძემ (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი), ანა მიქაძემ -(საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე) და მარინა კურტანიძემ ( ღვინის კომპანია მანდილის დამფუძნებელი)
სტუმრებმა სუტდენტებთან ერთად ისაუბრეს და განიხილეს ისეთ თემები როგორიცაა:
✔ წარმატებული კარიერის 7 ნაბიჯი,
✔ არის თუ არა შესაძლებელი იყო წარმატებული პროფესიასა და პირად ცხოვრებაში,
✔ როლური კონფლიქტი -კარგი დედა თუ კარგი მენეჯერი,
✔ თვისებები, რომელიც ხელს გვიშლის წარმატების მისაღწევად,
✔ ქალი და პროფესია,
✔ წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ასპექტები.
მსგავს პროექტებს აკადემია სისტემატიურად განახორციელებს და მოიცავს სხვადასხვა აქტუალურ თემას. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ექნება საშუალება დაესწროს აღნიშნულ ლექციებს და მიიღოს აქტიური მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები






