აბაშიძე რუსი ბაიკერების ქმედებას გამოწვევად აფასებს და მათგან ადეკვატურ საქციელს ელის
პოლიტიკა - 16:07, 08 May, 2015     841
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში - ზურაბ აბაშიძე, საქართველოში სტუმრად მყოფი, რუსი ბაიკერების ქმედებას მიუღებლად აფასებს და ტურისტებისგან მეტად ცივილიზებულ მოქცევას ელის.

"მივესალმებით რა ნებისმიერი სამოქალაქო ტრანსპორტით ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც, ჩვენ ველით მათი მხრიდან შესაბამის ცივილიზებულ და ადეკვატურ საქციელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად წარმოადგენს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაარსებული და შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს აღდგენილი "გიორგიევსკი ბაფთები" კომუნისტურ სიმბოლიკას, არამედ თუ როგორ აღიქვამს მას ჩვენი საზოგადოება"-აღნიშნა აბაშიძემ.

აბაშიძის განმარტებით, ეს ბაფთები რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან ასოცირდება და მან იმედი გამოთქვა რომ მომდევნო დღეებში ეს აღარ განმეორდება.

"ფაქტია, რომ ჩვენში ეს ბაფთები ასოცირდება არა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან, არამედ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან. რუსი ბაიკერების შემთხვევაში ეს მომენტი განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებითაც, რომ ბოლო ხანს მათ მიერ "გიორგიევსკი ბაფთების" დემონსტრაციულმა აფიშირებამ უკმაყოფილება გამოიწვია ევროპის რიგ ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საზოგადოება არ აყვა რუსი ბაიკერების ამ გამომწვევ საქციელს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომდევნო დღეებშიც ასე იქნება"-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.



რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42