„საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად იგეგმება სპეციალური სტიმულირების ინსტრუმენტების შექმნა. კერძოდ, ჩვენ უახლოეს მომავალში დავასრულებთ მუშაობას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც განსახილველად წარედგინება პარლამენტს.
ამ კანონით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას გაეზრდება სოციალური შეღავათები, განხორციელდება დამატებითი პროგრამები საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალის წახალისების მიმართულებით.
ჩვენი მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით გეგმავს მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების ღონისძიებებს. კერძოდ, მეწარმეები, რომლებიც მთაში დაიწყებენ ეკონომიკურ საქმიანობას, გარკვეული პირობებითა და ვადით გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადებისგან" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






