რამდენიმე წუთის წინ გორში "თავისუფალი ზონის" წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება "თავისუფალი ზონის" წევრები სტალინის მუზეუმის ეზოში მშვიდობიან აქციას მართავდნენ, რა დროსაც უცნობი პირები გამოჩნდნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები აცხადებენ პირები რომლებიც მათ თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" წევრები არიან და მათ პარტიული დავალება შეასრულეს.
"თავისუფალი ზონის" წევრებს აქციაზე სოფელ ხურვალეთიდან წამოღებული ე.წ. საზღვრის მანიშნებელი აბრა ჰქონდათ გორში აღმართული რომელიც უცნობმა პირებმა დაუმტვრიეს. "თავისუფალი ზონა" გორში მშვიდობიან აქციას დილიდან მართავდა და ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებდა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა თუმცა აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია ინციდენტის დროს არავის გამოუძახებია არც დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რომლებიც სტალინის მუზეუმის ტერიტორიას იცავენ.
გიორგი ახალკაცი - გორი
მასალის გამოყენების პირობები






