კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვებითვის შეღავათიანი პირობები იქნება დაწესებული. ვიზების გაცემის პროცედურული საკითხები კი საკანონმდებლოს ნაცვლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით იქნება განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით ვიზის გამცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება, რომლსაც ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობაც ექნება. ბინადრობის ნებართვის სახეებს დაემატა ახალი, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებსაც გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ-დოლარის ეკვივალენტ ლარის. სამიგრაციო ვიზებს დაემატა ახალი- D5 კატეგორია და იგი გაიცემა იმ უცხოელებზე, რომელთაც გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
მასალის გამოყენების პირობები






