პრეზიდენტი 11-12 მაისს ბრიუსელში ევროპელ ლიდერებს შეხვდება
პოლიტიკა - 11:55, 08 May, 2015     1132
11-12 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს , საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანსს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ევროკავშირის გარდა, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს ნატო-ს შტაბბინაში, გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია ბელგიის მეფე ფილიპთანაც.

როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რიგის სამიტამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და აქტიურდება ნაბიჯები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო არენაზე დგამს და ეს ვიზიტიც საქართველოს ევროპულ, დასავლურ ინტეგრაციას ემსახურება.

„საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს იმ საშინაო დავალებების შესრულების მხრივ, რომლებიც შესასრულებელია და ამაზე ღიად საუბრობდა რამდენიმე დღის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ გვაქვს იმის იმედი, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები იმაში, რომ რეფორმების ციკლი ამით კი არ მთავრდება საქართველოში, არამედ ამას სჭირდება მეტი წახალისება რაც ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებში უნდა გამოიხატოს, რასაც ჩვენ ველოდებით რიგის სამიტიდან და გვაქვს იმის იმედი, რომ რიგის სამიტი გახდება ახალი იმპულსის მიმცემი სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის“, - განაცხადა ფხალაძემ.

ბელგიის დედაქალაქში საქართველოს პრეზიდენტი 10 მაისს გაემგზავრება. ოფიციალური შეხვედრები კი 11-12 მაისს გაიმართება.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42