„სამწუხაროდ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით კეტავენ ე.წ. გამშვებ პუნქტებს. ისედაც შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება და ცხადია ეს არის დამატებითი და ყოვლად მიუღებელი შეზღუდვა. ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ არის სრულიად მიუღებელი,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, 8,9 და 10 მაისს საქართველოსთან ე.წ საზღვარი დაიკეტება, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ავრცელებს. დე ფაქტო მთავრობა ე.წ საზღვრის დაკეტვის მიზეზად , უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ასახელებს.
ე.წ საზღვარი 11 მაისს გაიხსნება და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოძრაობა ჩვეული რეჟიმით შეეძლებათ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






