"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თანამებრძოლებო“, - ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერმა „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრა და მათი კოალიციიდან გასვლის ფაქტს სამწუხარო უწოდა.
მისი თქმით, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ღირებულებითი შეუთავსებლობა არ გააჩნია.
"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო თანამებრძოლებო. მე მინდა ასე მოგმართოთ. ჩემთვის მართლაც სამწუხაროა, რომ დღეს თქვენ ოპოზიციას წარმოადგენთ. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ ჩემს პატივისცემას თქვენი ფრაქციის თითოეული წევრისადმი...როდესაც კოალიციიდან გახვედით ემოციური განცხადება გააკეთეთ, თითქოს საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე დაემუქრა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - მიმართა პრემიერმა „თავისუფალ დემოკრატებს“.
მასალის გამოყენების პირობები






