საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სომხეთის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საშიში ტენდენციაა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯის უკან არიან ძალები, რომელთაც სერიოზული გეგმები აქვთ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს ამ თემით სპეკულირება. ჩვენ გადავწყვეტეთ ამ ეტაპზე არ გაგვემწვავებინა მეტი იმ დონეზე, რომ არ გამოგვეწვია ელჩი თუნდაც კონსულტაციებისთვის. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი კონტროლზეა აყვანილი. ვშიშობ, ეს არ იქნება ბოლო ეპიზოდი. იმ ვექტორის გათვალისწინებით, რაც აქვს დღეს სომხეთს, არ არის გამორიცხული ამ და კიდვე სხვა თემების გამოყენება საქართველოს საზიანოდ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საკითხს აქვს განსაკუთრებული ყურადღება და ჩვენ ამ თემაზე ვისუბრეთ ბრიუსელში“, - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






