საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მას "კვერცხების სროლისთვის თავის დანებებისკენ" მოუწოდა. გოგა ხაჩიძემ პრემიერს „ეკონომიკის მამების“ მთავრობაში დარჩენა მიულოცა და ნოდარ ხადურს „ფინანსების გურუ“ უწოდა.
„მინდა მოგილოცოთ ეკონომიკის მამების დარჩენა მთავრობაში. რაღა თქმა უნდა ფინანსების გურუ ბატონი ნოდარ ხადური მინდა ცალკე გამოვყო. ჩვენ აქ ბევრი ვისაუბრეთ ტყუილზე და მართალზე, თქვენ წელიწადნახევარია პრემიერ-მინისტრი ბრძანდებით და გეცოდინებათ ორგანიზაცია „ფაქტჩეკი,“ რომელიც მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების გამონათქვამებს ამოწმებს, უკეთებს ანალიზს და შემდეგ დებს დასკვნას. წელიწად ნახევარში თქვენი ნათქვამი 26 ტყუილი არის ამ ერთი ორგანიზაციის მერ დაფიქსირებული, ფაქტებით, მსჯელობებით მოცემულობებით. მომავალშიც ასე 26 დაფიქსირებული ტყუილით აპირებთ ცხოვრებას და მუშაობის გაგრძელებას? და კიდევ ერთი, ტყუილების თქმას თუ თავს არ დაანებებთ, მე მინდა გთხოვოთ რომკვერცხების სროლას დაანებოთ თავი, იმიტომ რომ ერთადერთი ქათამი რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და კვერცხს დებს, თქვენ არ გყავთ სხვებსაც ჰყავთ ქათმები, შეუძლიათ კვერცხების შოვნაც და სასროლ მანძილზე მიახლოებაც. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქმება, რომ ეს კარგად დაგამახსოვდეთ, კვერცხის სროლა არის უღირსი საქმიელი და ნუ იმას, რაც ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში ხელწერად იქცია იმედი მაქვს ტყუილების თქმას თუ არა კვერცხების სროლას მანიც შეეშვებით“,-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






