ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა რომ „ნაციონალების“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებაში საქართველოს მთავრობაა დამნაშავე, სიცრუე და დემაგოგიაა. პრემიერის თქმით ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორების და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ბრალია. „სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მთავრობის მუშაობის ბრალი ყოფილა ლარის გაუფასურება“.
პრემიერის ამ განცხადებას უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი გამოეპასუხა და პრემიერს მოსთხოვა დაეზუსტებინა თუ რა იყო სიცრუე: „სიცრუე რაში მდგომარეობს, დეკემბერში რომ შემოგქონდათ ბიუჯეტი, უკრაინაში და რუსეთში რა ხდებოდა არ იცოდით?!“
„მე არ ვაპირებ, რომ თქვენს დემაგოგიაზე კომენტარი გავაკეთო“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საბოლოოდ დებატები გოკა გაბაშვილის რეპლიკით დასრულდა „თქვენ ცრუობთ და იტყუებით“- განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






