უმცირესობის წევრი - ირმა ნადირაშვილი ანტიკორიუფციული დეპარტამენტის დირექტორის ხუტა პაჭკორიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზზე საუბრობს.
მისი თქმით, სარფში დააკავეს პირი ვინც თქვა, რომ ნარკოტიკი პაჭკორიასთვის შემოჰქონდა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
„ჩემი ინფორმაციით, ხუტა პაჭკორია, რომელიც არის ანტიკორიუფციული დეპარტამენტის დირექტორი 6 თვის წინ გათავსუფლდა თანამდებობიდან და ყველამ იცის რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ სარფში დააკავეს პიროვნება, რომელმაც თქვა რომ ნარკოტიკები შემოჰქონდა პირდაპირ პაჭკორიასთვის. ერთი კვირის წინ კი ეს ადამიანი ავიაციაში დაინიშნა ახალ თანამდებობაზე და დაავალეთ აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლი. მე მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია ადამიანის დანიშვნა, რომელზეც ეჭვი არსებობს, რომ მისთვის ნარკოტიკები შემოჰქონდათ, თუ ამ შემთხვევაშიც მისი და ფარცხალაძის ახლობლობა იყო გადამწყვეტი მომენტი?“, - განაცხადა ნადირაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






