მიზანი პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებაა - მღებრიშვილი
პოლიტიკა - 18:01, 07 May, 2015     1065
ადამიანის უფლებათა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა

გიორგი მღებრიშვილმა პენიტენციური სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა

"ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საბჭოურ მოდელზე აგებული სისტემა გარდავქმნა დასავლურ სტანდარტებზე ორინეტირებულ უწყებად, რაც გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს როგორც სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ, უწყებისთვის პრიორიტეტად რჩება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება, გაუმჯობესებულია მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები, გაიზარდა მათი გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალებები და ფორმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისტემაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ადამიანის უფლებთა შიდა მონიტორინგის გაძლიერებასა და სისტემის გამჭვირვალობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩემს მიერ ინიცირებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოწესრიგდა და პრაქტიკაში დაინერგა თანამშრომლეთა მხრიდან სპეციალური საშუალებების პრაქტიკაში გამოყენების საკითხები. შემუშავებულია და უახლოეს დღეებში გამოიცემა დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის მოსაწესრიგებელი ბრძანება, რაც ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილის შეფასებით პენიტენციური სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია მსჯავრდებულთა რისკებად დაყოფა, მათი შესაბამის დაწესებულებებში რისკების მიხედვით გადანაწილების მექანიზმის შექმნა და პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვა, რაც ამ სფეროში თვისობრივად ახალი მიდგომაა და ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. სისტემის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა.

„ყველამ ვიცით, რომ ესაა ურთულესი სფერო, რიგი გამოწვევებით, მაგრამ დაგეგმილი გეგმაზომიერი პოლიტიკა, ჩვენი რეფორმა და ის სიახლეები, პროგრამები, რომლებიც ყოველდღურად ინერგება სისტემაში, მაძლევს რწმენას, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის ძლიერი უწყება, რომელიც ახლო მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.“ - აღნიშნა მინისტრმა.

მღებრიშვილის განცხადებით, მათი მიზანია, რომ პენიტენციური სისტემა ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდეს, ამ მიზნით გაიმიჯნება სამოქალაქო და სპეციალური თანამდებობები, დაინერგება თანამშრომელთა წინასწარი მომზადებისა და სერტიფიცირების წესი, მოწესრიგდება თანამშრომლეთა სტატუსთან, სოციალურ და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა.


მღებრიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაზე და სამომავლო ნაბიჯებზეც ისაუბრა.
"ვგეგმავ პრობაციის სამინისტროს განვითარებას სხვადასხვა სახის არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური გამოყენების თავლსაზრისით. პირველ ეტაპზე დაინერგება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რაც შინა პატიმრობის, როგორც სასჯელისა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ფართო გამოყენების შესაძლებელობას შექმნის. ყველამ ვიცით და ვთანხმდებით, რომ ეს არის ურთულესი სფერო, რიგი გამოწვევებით, მაგრამ დაგეგმილი გეგმაზომიერი პოლიტიკა, ჩვენი რეფორმა, სიახლეები და პროგრამები, რომლებიც სისტემაში ყოველდღიურად ინერგება, მაძლევს რწმენას, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის ძლიერი უწყება, რომელიც ახლო მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42