პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას ადეკვატურად არ შეაფასებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმცირესობა ადეკვატურად შაფასებს ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ სააქმიანობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ის სასიკეთო ცვლილება და ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმა დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენი ოჯახების კეთლდღეობაზე. დღეს მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დაცულია ადამიანის უფლება. ამიტომ მე აღარ შევეხები ჩვენ შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებას და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ. დღეს გამოჩნდება შეგწევთ თუ არა ძალა გაუსწოროთ თვალი პროგრესს და აღიაროთ ის გაკეთებული საქმე, რომელზეც მე დღეს მოგახსენებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






