"მე ხელები მომეჭრა 2013 წლის მაისში და ამიტომაც პასუხს ვერავინ მაგებინებს" - წულუკიანი
პოლიტიკა - 16:23, 07 May, 2015     2229
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად იუსიტიციის მინისტრმა მთავარ პროკურატურაზე კონტროლი დაკარგა, ის სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა:


„არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ მმართველმა გუნდმა - სამთავრობომ და საპარლამენტომ, 2013 წლის მაისში მიიღო კანონი, რომლის თანახმად, იუსტიციის მინისტრს ჩამოერთვა ყველანირი უფლებამოსილება. მანამდე კანონში არსებობდა 49-ე მუხლი, სადაც ეწერა, რომ თქვენ გქონდათ უფლება, დაგეძახათ და მოგეყვანათ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში და მოგეთხოვათ პასუხი. 49-ე მუხლი თქვენ შეცვალეთ და ამიკრძალეთ ის უფლება, რომ პასუხი მეგო თქვენს წინაშე პროკურატურის საქმიანობაზე. ახლა კი თქვენ მთხოვთ პასუხს და ეს ცოტა უცნაურია, ამ 49-ე მუხლში შეიტანეთ თქვენ ცვლილება და დაწერეთ, რომ საპარლამენტო კონტროლი პროკურატურაზე ხორციელდება მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარებით. ამასთან, თქვენ ასევე ჩაწერეთ, რომ მე მეკრძალება, ჩავიხედო რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში. ამას იმიტომ შეგახსენებთ, რომ დღეს ნუ წარმოაჩენთ საზოგადოების წინაშე სიტუაციას ისე, თითქოს სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელშია და მე არ ვაკეთებ. ხელები მე მომეჭრა 2013 წლის მაისში. ამის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელში აღარ არის, ამიტომ ვერც ვერავინ მაგებინებს პასუხს, მითუმეტეს, პარლამენტში“ - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით თავის დროზე ის აღნიშნული მუხლის შეცვლას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი პოზიციის მხარდამჭერი მხოლოდ ორი დეპუტატი - დავით უსუფაშვილი და ნინო გოგუაძე აღმოჩნდა. მინისტრის შეფასებით კანონი, რომელიც 2013 წლის მაისში ერთსულოვნად მიიღეს, უნდა გასწორდეს, რადგან ის კონსტიუტუციას ეწინააღმდეგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42