წულუკიანი გიორგი ვაშაძეს ისევ იუსტიციის სისტემაში სამუშაოდ ეპატიჟება
პოლიტიკა - 16:18, 07 May, 2015     5668
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე თავის უწყებაში დაასაქმოს და აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დანიშნოს. ამასთან დაკავშირებით წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„არ შემიძლია გიორგი ვაშაძეს, რომელიც თან მირბოდა და თან კითხვებს სვამდა, პასუხი არ გავცე. მან ისაუბრა, რომ იუსტიციის მინისტრმა ბრენდ-პლატფორმა შეცვალაო. ჩვენ ბევრი ბრენდ-პლატფორმა შევცვალეთ. თუ ის ნოტარიუსების ბრენდირებას გულისხმობდა, ის მთლიანადაა შეცვლილი და დღეს საქართველოს ქუჩებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ ლოგოს ხედავთ“

მისივე თქმით, თუ ვაშაძე იმ სსიპ-ს გულისხმობდა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, ის ბრენდიც შეცვლილია, რადგანაც იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უწყების ბრენდი „მოპარული“ იყო.

„მესმის, რომ ბატონი ვაშაძისთვის დღესაც არის რომაული ქალღმერთი იუსტიცია და მუზა. მუზა კი არის მისთვის იუსტიცია, მაგრამ მისი სსიპ-ის ყოფილი ბრენდიც შევცვალე, იმიტომ, რომ მათ მოპარული ბრენდი ჰქონდათ. ეს ბრენდი უნდა შეცვლილიყო. არ არის ჩემი სტილი, რომ „დავგუგლო“, ბრენდი მოვიპარო და გამოვაცხადო, რომ ეს დიდი პროგრესია“, - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

„რაკი ის იუსტიციაზე რჩება მიბმული, მზად ვარ, ჩემს სისტემაში დავასაქმო. მის მიერ აშენებული ყველა ინფრასტრუქტურა პრობლემურია. მარტო თბილისის იუსტიციის სახლის სახურავიდან, ალპინისტების მეშვეობით, 15 ტონა სამშენებლო ნაგვისა და რკინის ჩამოტანა 40 ათასი ლარი დაჯდა.ვპატიჟებ მას, რომ მოვიდეს. შემიძლია დავასაქმო კიდეც მრჩევლად და იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დავნიშნო. 3.5 მლნ-ზე მეტი მჭირდება ბიუჯეტიდან, რათა მის მიერ დატოვებული ხარვეზები გამოვასწორო, რადგან ერთი ქარი რომ დაუბერავს, სახურავი არ ჩამოიქცეს და მოქალაქე არ მოკლას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა სხვა პრობლემებიც არსებობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42