ასეთი დანაშაულებისთვის ხალხს წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ვსვამდეთ - ხიდაშელი კაბელების საქმეზე
პოლიტიკა - 16:12, 07 May, 2015     2573
თავდაცვის ახალი მინისტრი - თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ე.წ კაბელების საქმე, პროკურატურამ და სასამართლომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიონ და დაასრულონ. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მინისტრობის და პოლიტიკური თანამდებობის გამო პროკურატურის, ან სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა, თუმცა იგი არ აპირებს უწინდელი პოზიციის შეცვლას და მიიჩნევს, რომ ადამიანებს მსგავსი დანაშაულებისთვის წინასწარ პატიმრობაში არ უნდა სვამდნენ.
„ეს კითხვა მოსმენის დროს „თავისუფალ დემოკრატებს“ არ დაუსვამთ. ყოველთვის საკუთარი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული ვარ, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რისიც მჯერა. დღესაც ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს პროკურატურამ და სასამართლომ ამ საქმის წარმოება. დღეს ამაში კიდევ უფრო მეტად დაინტერესებული ვარ, ვიდრე გუშინ და გუშინწინ ვიყავი. თუკი საკითხი დადგება, დიახ, არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას, ოღონდ იმედი მაქვს, რომ რაზე ვლაპარაკობ, სწორად გესმით და ისეთ რამეს არ დამაბრალებთ, რაც არ მითქვამს. მინისტრი ვარ, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ვერ ჩავერევი ვერც პროკურატურისა და ვერც სასამართლოს საქმიანობაში. მგონია, რომ ასეთი დანაშაულებისთვის ხალხს წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ვსვამდეთ“ - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ე.წ კაბელების საქმეზე დაპატიმრებულებს თავდებში ჩაუდგა. მას შემდეგ, კი რაც ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დასახელდა , გადაცემა „რეაქციაში“ აღნიშნა, რომ როგორც თავდაცვის მინისტრი იგი ამ საქმეს არ იცნობს და არც გაიცნობს ამ პოზიციიდან.



რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42