შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთანაც და მთავრობასთან.
ამის შესახებ გომეაურმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლო მომავალში სამინისტროს სისტემა გაიყოფა და ცალკე უწყებად დარჩება შსს, ასევე შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და სპეციკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება. სუს-ის უფროსის კანდიდატურას მთავრობას შესთავაზებს პრემიერ-მინისტრი, მოწონების შემთხვევაში კი, კანდიდატურა წარედგინაბა პარლამენტს, რომელიც მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით აირჩევს“, - განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






