„ამერიკა თქვენ მხარს გიჭერთ თქვენს მისწრაფებებში და ჩვენ შევეცდებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს და საქართველოს ინტერესებს რიგაში. საქართველო არის მტკიცე და სანდო სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სთვის. პირადად მქონდა შესაძლებლობა მეხილა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, მზადყოფნა და უნარჩვევები“ -ამის შესახებ კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯოუ ვილსონმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კონგრესმენი ჯოუ ვილსონი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე,
"უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საქართველომ განვლო ისტორია, რომელიც მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და განვითარებას უკავშირდებოდა. ჩვენს ქვეყნებს უწევს დიდი ძალისხმევის წარმოება იმისთვის, რომ მოხდეს კორუფციასთან ბრძოლა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ამ მხრივ ნამდვილად დიდი ესამუშაოა ჩატარებული და კორუფციის ხარისხი შემცირებულია საგრძნობლად. საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოებლად, მათ შორის გამოვყოფდი გასულ წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ამერიკა თქვენ მხარს გიჭერთ თქვენს მისწრაფებებში და ჩვენ შევეცდებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს და საქართველოს ინტერესებს რიგაში. საქართველო არის მტკიცე და სანდო სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სთვის. პირადად მქონდა შესაძლებლობა მეხილა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი, მზადყოფნა და უნარჩვევები. ჩემი ორი უფროსი ვაჟი მსახურობდა ქართველ სამხედროებთან ერთად ერაყში, ხოლო ჩემს უმცროს ვაჟს ჰქონდა შესაძლებლობა ინჟინრის პოზიციაზე ეთანამშრომლა ქართველ სამხედროებთან ავღანეთში. ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის ის ფაქტი, რომ საწრთვნელი ბაზა იქნება შექმნილი საქართველოში. გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კვლავ დაადასტურა, რომ საქართველო არის ღირებული მეგობარი ამერიკისთვის. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა, ყველამ ერთხმად, დაუჭირეს მხარი საქართველოს. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწია რუსული აგრესიის თავის თავზე განცდა", - განაცხადა ჯოუ ვილსონმა.
მასალის გამოყენების პირობები






