გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 15:14, 07 May, 2015     1201
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობას.

„საქართველო ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში... ჩვენ,განვიხილეთ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხები, რომელიც ევროპისსაბჭოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა ან ბრასერმა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უკრაინის კონფლიქტიც განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42