ამის შესახებ ხიდაშელმა რადენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის ფიქრის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ამ სიუჟეტის გამო დღემდე არავის ბოდიში არ მოუხდია.
„შესაძლებელია იმ მომენტში გვეფიქრა, რომ ეს იყო შეცდომა, შესაძლოა ჟურნალისტს ან ტელევიზიას ჰქონოდა მოთხოვნილება, რომ „ნიუსურად“ დაესწრო ვინმესთვის და ჰქონოდა ექსკლუზივი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არც სინანული და არც ბოდიში არ მოგვისმენია, შეგვიძლია ვიფიქროთ კამპანიურობაზე და კონრეტულ მიზანზე რომელიც ამ კონრეტული ტელევიზიის მხირდან განხორციელდა. როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიძლევი პირობას, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან ჟურნალისტები, ექსპერტები, პოლიტიკოსები თუ ყოფილი მთავარსარდალი, სრული კატეგორიულობით გავცემთ საკადრის პასუხს, თუ მსგავსი ბინძური კამპანიები იქნება ქართული ჯარის წინააღმდეგ. ქართული სახლმწიფო ქართულ ჯარზე დგას, თუ რამით გვიცნობენ და ვამაყოფთ ეს არიან ქართველი ჯარისკაცები. ამას თითოეული ჩვენგანი უნდა უფრთხილდებოდეს და განსაკუთრებით, ტყუილებს არ უნდა ვიგონებდეთ. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის ქართველი ჯარისკაცი და მათი უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახდენდნენ.
საუბარი შეეხება 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. სკანდალური ინფორმაციის თანახმად ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






