ვითანამშრომლებთ საღი გონების ადამიანებთან „ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“- ალასანია
პოლიტიკა - 12:44, 07 May, 2015     2032
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა გამოცემა Мир и политика-სთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე და მომავალ პარლამენტში პოლიტიკური ძალების სავარაუდო კონფიგურაციაზე ისაუბრა.

ალასანიას აზრით მისი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებას და ხელისუფლების ფორმირებას შეძლებს, მისი თქმით „თავისუფალი დემოკრატები“ მომავალ საპარლამ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ, თუმცა ალასანია სხვა პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს:

„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ, მაგრამ მომავალში ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ საღი გონების ადამიანებთან როგორც „ქართული ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასევე სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან. რატომ მჯერა ჩვენი წარმატების? ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით 40 პროცენტს ჯერ ვერ გადაუწყვიტავს თუ ვის უნდა მისცეს ხმა, ეს სეგმენტი ელოდება ივანიშვილის და სააკაშვილის ალტერნატივას. საზოგადოებისთვის მიუღებელია ორივე მათგანის მმართვის სტილი. ჩვენ კი სწორედ ეს ალტერნატივა ვართ. აუცილებელია შემოვიღოთ ახალი პოლიტიკური კულტურა. ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლებაში გავაერთიანოთ ყველა პროგრესული პროდასავლური ძალა“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა კომენტარი პარლამენტში პრორუსი ძალების მოხვედრაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამის შანსები ნაკლებია, მისი თქმით რუსეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი საქართველოში არსებულ ყველა სერიოზულ პოლიტიკურ ძალას აქვს, თუმცა ძალები, რომლებიც საქართვცელოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს მარგინალიზირებულნი არიან.

„საქართველოს სახელმწიფოს მთლიანად და სერიოზული პოლიტიკურ ძალებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სურვილი აქვთ. ჩვენ გვსურს თანაბარუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები. მაგრამ ლაპარაკი ევრაზიულ კავშიში და მსგავს საბჭოთა სტილის ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე- არცერთ ძალას საარჩევნოსარგებელს არ მოუტანს და ასეთი ძალა მარგინალურად ჩაითვლება“- აღნიშნა ალასანიამ.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42