დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 12:15, 07 May, 2015     901

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობები და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ან ბრასორს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმ რეზოლუციისთვის, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო.
დავით უსუფაშვილის თქმით საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე ხშირად ხსენებადი სიტყვა ევროპაა და ამაში ევროპის საბჭოს დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან თავის დროზე ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელთანაც საქართველომ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

შეხვედრას დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და ან ბრასორმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42