,,დღეს იმედის ახალ ამბებებს რომ ვუყურებდი გამახსენდა სიტყვები: ცირკი წავიდა კლოუნები დარჩნენ. მავნებელი განათლების მინისტრი სანიკიძე ითხოვდა სააკაშვილის მთავრობის განათლების მინისტრების დაჭერას...
2 წლის წინ ახალი ხელისუფლება ცუმპა-რუმპით აცხადებდა ათათასობით პოლიტიკურად დევნილ პედაგოგის არსებობას, მერე ეს რიცხვი დავიდა 2 000 -დე, მერე 1 000-დე და დღეს თავისი ჯიბის არასამთარვოების მეშვეობით გამოაცხადეს, რომ არის 23 პოლიტიკურად დევნილი პედაგოგი 2006-2012 წლებში. კიდე ერთი მითი გასკდა საპნის ბუშტივით.
მე არ ვაპირებ შინაარსობრივ კამათს მავნებელ სანიკიძესთან, მინდა მხოლოდ განვმარტო კიდევ ერხელ საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს კანონდებლობით განათლების მინისტრი არ ნიშნავს და არ ანთავისუფლებს პედაგოგებს. მას ეს უფლება არ აქვს. სანიკიძემ ეს არ იცის, მას არც განათლება აქვს ამისთვის და ვერც ისწავლა ვერაფერი 2 წლის განმავლობაში. ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელის განთავისუფლება კი მისი კომპეტენციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა...
იმედის ჟურნალისტს დღეს კომენტარში ვუთხარი, რომ მთავრობამ ბოდვას თავი უნდა დაანებოს და ხალხს მიხედოს, ხალხს. ბუნებრივია ეს ეთერში არ გაუშვეს ამიტომ ვიმეორებ: გაანებეთ შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, იქ კატა უბრალოდ არ არის. ხალხს მიხედეთ, ხალხს...“ - წერს შაშკინი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






