მთავრობა და პრემიერი ხვალ ქუთაისში ჩავლენ და საკომიტეტო მოსმენებსა და ფრაქციებთან შეხვედრებს გამართავენ. დავით უსუფაშვილი იმედოვენებს, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას პარასკევს ჩანიშნავს და პარლამენტი მთავრობას ნდობას 8 მაისს გამოუცხადებს.
"საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ამ პროცესში პარლამენტის როლი იწყება. ცნობილია, რომ მინისტრების მოსმენისთვის მზაობა არსებობდა. 7-8 მაისი ის დღებია, როცა ამ საკითხებზე მსჯელობას შევძლებთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერის ცნობით, ხვალ კომიტეტების ფორმატში დეპუტატები წარდგებიან, ხოლო 8 მაისს კანონმდებლები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პლენარული სხდომის ფარგლებში იმსჯელებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






