უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრ, კირილ გაბურიჩს უმასპინძლა. დიალოგი ორმხრივი თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების რეფორმების საკითებს შეეხო.
„საქართველო გახდა რეგიონალური ბრენდი. დღეს, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა გვთხოვა, რომ გავაგზავნოთ რეფორმატორთა რეგიონალური ჯგუფი, რომელიც დაეხმარება კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმირების საქმეში, როგორც ეს ხდება უკრაინაში, როგორც მანამდე ხდებოდა ალბანეთში და სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. ერ არის ჩვენი საერთო ბრძოლა, ბრძოლა თავისუფლებისთვის, რეგიონის განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლაში, სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენს წვლილს შევიტანთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ღვინოც აჩუქა, რომელზეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დროშაა გამოსახული.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






