,,სად მიგაქვთ 14 მილიონი? სად გაქრა გალში ჩატანილი სამედიცინო აპარატურა?“ - მალხაზ პატარაია
პოლიტიკა - 17:58, 06 May, 2015     1699
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია გალში 13 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას და სახელმწიფო მინისტრს მიმართავს, სად გაქრა ის მილიონები, რომელიც, ხელისუფლების განცხადებით, გალში საავადმყოფოსთვის სამედიცინო აპარატურის შესაძენად იყო განკუთვნილი.

,,მოსვენებას არ მაძლევს 13 წლის გალელი ირაკლი ცაავას ტრაგედია ენგურის ხიდზე. დიდი ხანია ვყვირით, მიხედეთ ჩვენს დაბეჩავებულ გალელ თანამემაულეებს-თქო, მაგრამ ვინ მოგისმინა. სიბრაზისაგან ყელში ბურთი გებჯინება ამ გულგრილი გარემოს გამო.

უკეთესად სუნთქავენ თურმე დღეს გალელები, - ასე გამოეხმაურა ჩვენს მორიგ განგაშის ზარებს 14 აპრილს ,,სასახელო“ მინისტრი ზაქარეიშვილი. აფხაზეთის მთავრობა კიდევ, საკუთარ თავს ლეგიტიმურს რომ უწოდებს, საერთოდ დამუნჯებულია გალელთა პრობლემების მიმართ და იმ დღეს ვარიანში წაბრძანდა წერა-კითხვის გასახსენებლად.

არადა, ამას წინათ არ იკვეხნიდნენ გალში მილიონის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გავაგზავნეთ, კიდევ 2 ცინცხალი რეანიმობილი და ექიმებსაც უხვად ვაფინანსებთო. კლიპიც გადაიღეს ამ თემაზე საკუთარი თავის განსადიდებლად. რატომ არ მოხერხდა ამ ბავშვის შველა ადგილზე. რატომ არ არის გალის საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება. სად წავიდა აპარატურა და რეანემობილები. რას აკეთებს ამ საავადმყოფოში ექიმები, თუკი რეანიმაციული განყოფილება არა აქვთ.

ჩვენი ინფორმაციით, არავითარი აპარატურა იქ ჩატანილი არ არის. რენტგენისა და ნარკოზის აპარატი გარდა, რომელიც იმდენად ძველისძველი იყო, ვერც კი ააწყვეს და საავადმყოფოს ეზოში ყრია. იმ ორი რეანემობილიდან კიდევ ერთი იმავე ეზოში დგას ქანდაკებად, რადგან არ ჰყავთ რეანემატოლოგი, ხოლო მეორე ხაჯიმბამ იფეშქაშა და სადღაც გაგრისაკენ გააქანა. ეჭვი მაქვს, ჯანდაცვის პროგრამები გალში სხვა არაფერია, თუ არა დიდი შავი ხვრელი, რომლიდანაც გულაგის ინკვიზიტორები და ჩვენი ჩინოსნები ერთობლივად მსუყედ იკვებებიან.

ნაცვლად იმისა, რომ აფხაზთა კრების ორგანიზაციების სამართლიან კრიტიკაზე აფხაზეთის მთავრობის მინისტრები ბღუჯა-ბღუჯად გამოვარდნენ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახოტბოდ, იქნებ ამ კითხვებზე გვიპასუხონ. სად მიგაქვთ 14 მილონი და კიდევ სხვა სახსრები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან მოგდით სხვადასხვა პროგრამაზე.

ჩააბარეთ ანგარიში საზოგადოებას და შემდეგ უჩუმრად გაქრით რადარიდან, თქვე პარაზიტებო!“ - წერს მალხაზ პატარაია ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42