უნდა დავძლიოთ რუსეთის ბატონობით გამოწვეული 200 წლიანი ჩამორჩენა - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 16:26, 06 May, 2015     1161
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - დავით უსუფაშვილმა, დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო იმ ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილია, საიდანაც ევროპა და ევროკავშირი იწყება.

„ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ეწყობა. დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვერთვებით იმ პროცესში, რომელიც მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც საქართველოს ევროპასთან დაახლოების დემონსტრირება ჰქვია. დღევანდელი ღონისძიებით, რომელიც ევროკავშირის და გაეროს განვითრების პროგრამის ხელშეწყობით ტარდება, გვინდა დემონსტრირება მოვახდინოთ იმ პრაქტიკული შედეგებისა, თუ რა მოიტანა უკვე ქვეყნის ევროპულმა ინტეგრაციამ და რას მოუტანს იგი კონკრეტულ მოქალაქეებს. ჩვენ უნდა დავინახოთ და დავაფასოთ ის, თუ რა ახალი შესაძლებლობები ექნება ქართულ ბიზნესს ამ პროცესის წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენ გვინდა დავინახოთ კონკრეტულად რა შედეგს მოუტანს ევროპული ინტეგრაცია მშობლებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი შვილების მაღალი დონის განათლებაზე, დავანახოთ ჩვენს ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რატომ და როგორ გაუმჯობესდება მათი პირობები ამ პროცესის კვალდაკვალ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ კარგად უნდა დავანახოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, თუ რა პერსპექტივები იშლება მათ წინ როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ არჩევანზე. ის პროექტები, რომელთა პრეზენტაციაც დღეს მოხდება სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად. ამისთვის, მე კიდეც ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ქართველი ხალხის სახელით დავარწმუნო, რომ ჩვენ ამ გზაზე ვდგევართ და ამ პროცესს აუცილებლად ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.

იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად საჭიროა ევროპა საქართველოსთვს უსუფაშვილმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დისტანცია რაც საქართველოსა და ევროპას შორის არსებობს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიძლიოს:

„კითხვა საქართველო არის თუ არა ევროპა, ჩვენთვის არ დგას. საკითხი სხვაგვარად დგას, რამდენად სწრაფად შეგვიძლია დავძლიოთ ის ჩამორჩენა, რაც ორასწლოვანი სახელმწიფოებრიობის არქონით, რუსეთის ბატონობაში ყოფნით და სხვა პრობლემებითაა გამოწვეული. ეს დისტანცია ჩვენ უნდა დავძლიოთ რაც შეიძლება მალე. ევროპა გვინდა არა იმიტომ, რომ იქ პოლიტიკოსები და ელიტები ცხოვრობენ განსაკუთრებით კარგად არამედ, იმიტომ, რომ იქ ადამიანები, მოქალაქეები მცხოვრები სოფლად, ქალაქად, სხვადასხვა საქმეებით დასაქმებულნი ცხოვრობენ კარგად. მათ აქვთ უსაფრთხოების განცდა, აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე, აქვთ განცდა რომ ევროპაში შექმნილია უსაფრთხოების არქიტექტურა და მას ვერავინ გაუბედავს იმას, რაც საქართველოს, უკრაინას გაუბედა ცოტა ხნის წინ და აი ამ ყველაფრისთვის გვინდა ჩვენ ევროპა. ევროპის დღეებს ავღნიშნავთ იმიტომ, რომ ევროპასაც და საკუთარ თავსაც კიდევ ერთხელ შევახსენოთ, დავანახოთ კონკრეტული თემები და კონკრეტული ამბები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის წარმოდგენილი იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ოთხი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას. ამავე ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული ფოტო კონკურსის - „ჩემი ევროპა“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაც გაიმართა.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42