"მეც გავიგე "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. არ ვიცი რამდენად მართალია და ადეკვატური ეს ინფორმაცია. გავლენიანი სააგენტოა და მას თავისი წყაროები აქვს. თუმცა, არანაკლებად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გირჩევდით ამ განცხადებას მიაქციოთ ყურადღება" -განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი რიგის სამიტის წინ და ამ სამიტზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გადაწყვტილებები მიიღება.
რაც შეეხება "როიტერის“ სტატიას, რომელიც რიგის სამიტის პროგნოზებს ეხება, ნათქვამია, რომ მოლდოვა, საქართველომ და უკრაინამ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. თუმცა რიგის სამიტის პროექტში, ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტში მცირედი მინიშნებებია და ნათქვამია, რომ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ვერ მიიღებენ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის ის პროექტი ჩაუვარდათ ხელში, რომელიც რიგის სამიტისთვის არის მომზადებული.“ სამი ქვეყანა, რომლელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, იმდოვნებდა, რომ რიგის სამიტზე მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის აღიარება მოხდებოდა. ამის ნაცვლად, ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტში მცირედი მინიშნებებია. კერძოდ, ტექსტში უბრალოდ საუბარია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს სუვერენული უფლება გააჩნიათ, თავისუფლად აირჩიონ ევროკავშირთან ურთიერთობაში ამბიციის დონე და მიზანი“ - ნათქვამია სტატიაში.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






