ხომერიკის განცხადებები უზუსტობებს შეიცავს - "არდი" თემურ ხომერიკს პასუხობს
პოლიტიკა - 14:31, 06 May, 2015     1369
სადაზღვეო კომპანია „არდი“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თემურ ხომერიკის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებარია, თუ რა კავშირშია ხომერიკის გადაყენებასთან სადაზღვეო კომპანია.

არდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თემურ ხომერიკის მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს:

„ნიუპოსტი“ სადაზღვეო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები შესყიდვების სფეროში გამოვლენილი არაპროფესიონალიზმის გამართლებას კერძო კომპანიებზე გადაბრალებით ცდილობენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა, რასაც უკვე სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი პირები და არასამთავრობო სექტორიც ღიად აფიქსირებს.

სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ 32 მილიონ ლარზე მეტი ზარალები აქვს ანაზღაურებული, თუმცა ჩვენი კომპანია არ ერიდება სახელმწიფო სტრუქტურებთან ღია პოლემიკაში და სამართლებრივ დავაში შესვლას, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამართლიან და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. აღნიშნულ თემებზე ,,არდი“ ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც ბიზნესომბუცმენთან, ასევე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საბჭოსთან. მათი თანადგომით ,,არდიმ“ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გამოვლენილიარაკეთილსინდისიერი მიდგომის გამო არაერთი საკუთარი კლიენტი - ბიზნესკომპანია გადაარჩინა გაკოტრებას.

ანალოგიური პრობლემაა თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაშიც, სადაც ფონდმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თითქოსდა ქალაქის განვითარების კონცეფციის შეცვლის მიზეზით, სამ კომპანიას გაუუქმა ყველა კონტრაქტი. რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ, ფონდმა ერთ-ერთ კომპანიასთან თავისი დაშვებული შეცდომა აღიარა და გაუგრძელა კონტრაქტი, მეორე კომპანიის საქმე სასამართლოში იხილება, ხოლო მესამე კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც ზარალი სადაო არ იყო ,,არდიმ“ ფონდს მილიონი ლარი უკვე აუნაზღაურა. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას, რადგან სამივე კომპანიაზე მათ მიერ მოთხოვნილ საბუთებში ფიქსირდება არა 9,5 მილიონი ლარი, როგორც ამას ხომერიკი ტირაჟირებს, არამედ 4 მილიონ 900 ათასი ლარი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ხომერიკის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ,,არდის“ შესახებ და რა კავშირშია მის შესაძლო გადაყენებასთან სადაზღვევო კომპანია.

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,,არდი“ გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს როგორც ზედამხედველობის სამსახურთან, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო სტრუქტურასთან.

არდი მომავალშიც შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას მსგავს სიტუაციებში, რომ სახელმწიფო მოხეელებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ თავიანთი ფუნქციების განხორციელების პროცესში,“-ნათქვამია სადაზღვეო კომპანიის მიერ ფავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა განაცხადა, რომ კომპანია „არდს“ თბილისის განვითარების ფონდის მიმართ 9,5 მილიონი დავალიანება აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42