გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის სამოქმედო სტრატეგია წარმოადგინა
პოლიტიკა - 13:54, 06 May, 2015     796
გარემოს დაცვის ახალმა მინისტრმა - გიგლა აგულაშვილმა, დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც სამომავლო გეგმებსა და სამოქმედო სტრატეგიაზე ისაუბრა.როგორც აგულაშვილმა განმარტა, ხეების მოვლის შესახებ, უკვე მომზადდა ახალი დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტს და მათი აზრის გათვალისწინებით შემუშავდება საბოლოო ვარიანტი, პროცესში, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.
"ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შემუშავებულ იქნა ხეების მოვლის, სხვლა-ფორმირების ერთიანი წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვსურს დავამკვიდროთ ერთიანი სტანდარტები საქართველოს ქალაქებში ხეების მოვლასთან და ფორმირებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი მომზადდა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ რომ არსებული მწვანე კუნძულები და მწვანე ზოლები შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი კუნძულები, რითაც აქტიურად ვიმოქმედოთ ატომოსფერული ჯაერის ხარისხის გაუმჯობესების და ხმაურის შემცირებისათვის. ჩვენ გვსურს და ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული პირი და პირველ რიგში დოკუმენტს, რომელიც არის საკმაოდ მოცულობითი, დავუგზავნით საქართველოს მუნიციპალიტეტებს, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებმა განიხილონ იგი, საკუთარი შენიშვნებით გამოგვიგზავნონ უკან, შემდეგ ჩვენ ერთად განვიხილავთ და მივიღებთ საბოლოო ვარიანტს, მაგრამ ამ პროცესში ჩართულობას ვთავაზობთ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თითოეულ მოქალაქეს. ამ დოკუმენტს ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ექნება სურვილი, რომ მის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, რათა დოკუმენტი იყოს საერთო კონსენსუსის შედეგი და შესაბამისად საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა დასახლებულ პუნქტში ეს დოკუმენტი ერთნაირად განხორციელდეს და ბევრ ადამიანს ჰქონდეს მონიტორინგის საშუალება"- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს მას შემდეგ იკავებს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაასახელა. მან, ამ თანამდებობაზე, ელგუჯა ხოკრიშვილი ჩაანაცვლა.


რუსუდან ქიმერიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42