„დღეს ჩვენ პრაქტიკულად შევაჯამეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა იმ ადგილებზე, სადაც ერთ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი დაიწყება და თბილისი ევროპული და არა მარტო ევროპული ბიზნესის ყურადღების ცენტრში იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ღონისძიება გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, ძალიან ბევრ სპეციალურ სტუმარს ველოდებით - ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი კონკრეტული წინადადებები აქვთ საქართველოს ბიზნესთან დაკავშირებით. ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ და თავისი ქვეყნის ბიზნესმენებს ხელი შეუწყონ, რათა ის რეალური შესაძლებლობები გამოიყენონ, რომლებიც საქართველოს გააჩნია “ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრთან ერთად EBRD-ის ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები






