რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, გასული წლის ივლისში, უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ბოინგის კატასტროფის მიზეზი, მისი რაკეტით ჩამოგდება გახდა.
ამ დასკვნამდე ექსპერტები რამდენიმეთვიანი კვლევისა და თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლის შედეგად მივიდნენ. მათ მიერ დადებული შედეგები, ჰოლანდიელი გამომძიებლების წინასწარ დასკვნას დაემთხვა.
რუსი ექსპერტები რაკეტის გამოშვების ადგილიც დაასახელეს და განაცხადეს, რომ ეს სოფელ ზაროშენსკოესთან მდებარეობს, რომელსაც იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.
უკრაინული წყაროების ინფორმაციით კი, რეალურად ეს ტერიტორია პრორუსი სეპარატისტების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი - "ბოინგ 777" 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 283 მგზავრი და ეკიპჟის 15 წევრი იმყპფებოდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






